რეზონანსი
(05.07.2022)

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

,,ხვალ, 6 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ოლიმპიური ქალაქის მიმდ. ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 ივლისს, 11:00 საათიდან 6 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი:

პაპაშვილის, გვირილების, კ.გოგიაშვილის ქუჩას შესახვევით, ბობ უოლშის ქუჩას შესახვევებით

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე