რეზონანსი
(04.07.2022)

გაერთიანებულმა სამეფომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები ბელარუსის რკინისა და ფოლადის იმპორტს, ნავთობგადამამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტებისა და ძვირადღირებული პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.

მედიის ცნობით, სანქციები ძალაში 5 ივლისიდან შევა და შეზღუდვები ასევე ბელარუსის კომპანიებს ლონდონში ფასიანი ქაღალდების გამოშვებასაც აუკრძალავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე