რეზონანსი
(04.07.2022)

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა, ეროვნული  გამოცდების  დაწყებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ცენტრი მოინახულა და უსაფრთხოების საკითხებს გაეცნო.

ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას  24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია წინამოსამზადებელი პერიოდიდან იცავენ და გამოცდების დასრულებამდე დაიცავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე