რეზონანსი
(04.07.2022)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მერვე დღეა მამაკაცს ეძებენ. 82 წლის თემურ შანიძე სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. დაკარგულის ოჯახი აცხადებს, რომ არც მისი კვალი და არც მისი ნივთები არ ჩანს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მაშველები, უკვე გამოიკითხნენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე