რეზონანსი
(04.07.2022)

თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ე.წ. ოპერაციაში მონაწილეობდნენ, უნდა დაისვენონ.

„ქვედანაყოფებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ლისიჩანსკის განთავისუფლებაში, უნდა დაისვენონ და გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები. ამასთან, „დასავლეთის" და „აღმოსავლეთის" ჯგუფებმა უნდა გააგრძელონ მოქმედება გეგმის მიხედვით,"- აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე პირობა დადო, რომ დააჯილდოებს ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც ამ „ოპერაციაში" გამოირჩეოდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ტერიტორიის საბოლოოდ გათავისუფლების ოპერაცია 19 ივნისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე