რეზონანსი
(02.07.2022)

რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქის სოფელ სერგეევკაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ოლქის ტერიტორიაზე 2 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დღეს, გლოვის ნიშნად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახლებსა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული ძალები ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხნენ თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე