რეზონანსი
(01.07.2022)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ უკრაინის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

„რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ღამით განახორციელა სარაკეტო თავდასხმები ოდესის რეგიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავასრულოთ ეს ომი", - აღნიშნა კულებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე