რეზონანსი
(30.06.2022)

„მან [პუტინმა] დიდი შეცდომა დაუშვა. მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, უკრაინელი ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა, ასევე მან სათანადოდ ვერ შეაფასა ნატოსა და პარტნიორების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, როდესაც საქმე ნატოს ალიანსის დასუსტებას ეხებოდა.

„მისი [პუტინის] ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ამ ომის დასაწყისში იყო ის, რომ მას ნაკლები ნატო სურდა. [...] რასაც ის ახლა იღებს არის მეტი ნატო და ნატოს ორი ახალი წევრი, მათ შორის ფინეთი, რომელსაც რუსეთთან საზღვარი აქვს", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე