რეზონანსი
(26.06.2022)

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული მოზარდია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე