რეზონანსი
(26.06.2022)

ჩვენი ქალაქი განადგურებულია, განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც ადამიანები ცხოვრებენ, მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, კიევზე დღეს მომხდარი თავდასხმა, შესაძლოა, ნატო-ს სამიტის წინ „სიმბოლურად" ჩადენილი აგრესია იყოს.

„მათ თავდასხმა განახორციელეს ნატო-ს სამიტის წინ. ეს შეიძლება იყოს ამ დღეებში ჩადენილი სიმბოლური აგრესია. ეს სიმბოლური თავდასხმაა, რადგან ბოლო თავდასხმა კიევში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მოხდა", - აღნიშნა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, კიევზე დღეს დილით რუსეთი მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე