თელოვანის ჯვარპატიოსანი ეკლესიის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ლეგენდა თელოვანის ეკლესიის გუმბათს უკავშირდება, ყოველ სულთმოფინობას ეკლესიის თავზე ენით აუწერელი ბრწყინვალებით ჩნდება ჯვარი.
ტაძრის გუმბათის შიგნით გამოსახული ჯვარი-განდიდებას წარმოადგენს და მირიან მეფის ხილვას და მის მიერ სამი ჯვრის აღმართვის ლეგენდას უკავშირდება. გუმბთის წმინდა ჯვრის მარცხენა მხარეს გამოსახულია პალმის ხე, გარშემორტყმული ირმებით, სიმბოლო სიცოცხლისა.
თელოვანის ჯვარპატიოსანი ეკლესია მე-8 საუკუნეში აუგიათ, ტაძარი კი უნიკალური ფრესკებით მე-9 საუკუნეში მოუხატავთ და დღესაც კედლის მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია.
ტაძრის მშვენება საკუთრხეველში გამოსახული ქრისტეს დიდების ფრესკა, უაღრესი ძეგლი ქრისტიანულ ხელოვნებაში, რომელიც მოიხსენიება ეგვიპტის, პალესტინის, სირიის, მესოპოტამიის ტაძრების უძველესი ძეგელბის გვერდით. საკთრთხევლის თავზე გამოსახული ქრისტეს გარეშემორტყუმლია ანგელოზებით და მოციქულებით, წმინდა პეტრე და პავლე, წმინდა ანდრია და წმინდა ბართლომე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე