ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და აღწერა ჩვენი ქვეყნის უნიკალური ეკლესია-მონასტრები, მე-20 საუკუნის დასაწყისში რაჭაში ექსპედიციის დროს ლაბეჭინის ეკლესია მოინახულა, საგანძური კი, რომელიც მეცნიერს ტაძარში დახვდა, ასახულია მის ნაშრომში „ნივთები ლაბეჭინის ტაძრიდან".
ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში. ეს ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ეკლესია მე-11 საუკუნეში აუგიათ, მაგრამ მიწისძვრამ დაანგრია. ლაბეჭინის ეკლესია აუგია გაბრიელ ლაბეჭინელს, ხუროთძვრები ყოფილან ივანე და გაბრიელ კალატოზები, მათი სახელები ეკლესიის კედლის წარწერამ შემოგვინახა.
განძი, რომელიც ექვთიმეს ლაბეჭინის ეკლესიაში დახვდა, უნიკალურია: წმინდა გიორგის ხატი - ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი. წმინდა გიორგი სამხედრო ტანსაცმელში ფეხზე დგას, მარჯვენა ხელში უჭირავს ლახავარი. ეს ხატი დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ლაბეჭინის ტაძრის მშვნებაა „ხატი ღვითსმშობლისა", რომელიც დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ის ვერცხლით არის მოოქრული. ღვთისმშობელი ტახტზე მჯდომი ძვირფასი ქვებით არის შემკული. ასოთმავრული წერწერა შესრულებულია ბროწეულის ორნამენტებით. ხატის არშიაზე გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი. არშიებზე ასევე დატანებულია ოთხკუთხა მედალიონები.
ხატი „კრედო ღვთისმშობლისა" ვერცხლითაა მოოქრული. ვერცხლის ფირფიტებზე, კამარაზე გამოსახულია წმინდანები და სახარების სცენები.
ასევე ხატი მაცხოვრისა, ვერცხლით მოოქრული. მაცხოვარი ტახტზე მჯდომი მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენა ხელში სახარება უჭირავს. ასომთავრული წარწერა ვაზის ორნამენტებით არის შემკული.
ლაბეჭინის ეკლესიაში დავანაბული იყო ვერცხლის „ხატი მთავარანგელოზისა". დიდი ჯვარი, ვერცხლის დიდი ფირფიტებით შემოსილი. ვერცხლის ბალთები სარტყლის, ოქროთი დაფერილი. ფილინი ძველი, ფარჩის მდიდრული ნაკერი, ხელაპყრობილი ქრისტეს სურათით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე