ია აბულაშვილი
(04.08.2023)

საბაწმინდის ლავრის საეკლესიო ძეგლებიდან ერთ-ერთი პირველი ქართული ხელნაწერი, რომელიც 864 წელს შეიქმნა სინის მთაზე, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მაკარ ლეთეთელმა შესწირა. უძველესი ხელნაწერი დღესაც სინის მთაზე ინახება. იქვეა დაცული ხელნაწერი ჭილ-ეტრატის იადგარი, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება.

საბას ლავრას ჩვენი წინაპრები საბაწმინდის ლავრას უწოდებდნენ. მონასტერი პალესტინაში მე-5 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე საბა გამწმენდელის მიერ. ქართულ საეკლესიო ისტორიაში საბას ლავრას განსაკურთებული ადგილი უკავია. 483-484 წლებში დაარსებულ მონასტერში, რომელიც სალ კლდეზე არის აშენებელი, 532 წელისთვის ქართველები ისე მომრავლდნენ, რომ, საბას ანდერძის მიხედვით, თავისი ეკლესია და გამოქვაბულიც ჰქონდათ.

მე-9 საუკუნეში ლავრაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი საეკლესიო პირი ილარიონ ქართველი, ასევე, ცნობილი ქართველი მწერალი იოანე ზოსიმე, რომელმაც შექმნა „ქებაი და დიდება ქართული ენისა". არაბთა შემოსევების გამო, მე-11 საუკუნეში ქართველმა მწიგნობრებმა საბაწმინდის ლავრა დატოვეს, თუმცა ქართული ხელნაწერების ნაწილი დღესაც სინის მთაზეა დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე