გიორგი კაპანაძე: უნდა ველოდოთ, რომ შემდგომ თვეებშიც გვექნება ორნიშნა თუ არა, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა
გვანცა წულაია
(31.08.2022)

საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისის თვეშიც. აღებული კარგი სტარტიდან გადახრა უკვე კარგა ხანია არ მომხდარა. ეკონომისტები ერთხმად ამბობენ, რომ დადებითი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, ივლისში კერძო სექტორის ბრუნვა, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11.5 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

"2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს,

"ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდებოდა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუ სწორად მახსოვს, 9.9% იყო ეკონომიკური ზრდა. წლევანდელი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა გასული წლის ეფექტი.

ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის ტურიზმი, რომელიც ძალიან გააქტიურებლია, რაც ჩანს და მისასალმებელია. ფაქტიურად, 2019 წლის მაჩვენებელს დაუხლოვდა. ასევე, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდა არის საკმაოდ შესამჩნევი. გარდა ამისა, გარზდილია ტვირთბრუნვა. გადაზიდვების მიმართულებით კარგი შედეგი გვაქვას. გზავნილების მიმართლებითაც კარგი ვითარებაა. ექსპორტის ზრდაც გვავქს, რაც მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი არის ძალიან გამოცოცხლებული. თუ შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებს, ვნახავთ, რომ ყველა ეკონომიკური პატარემტრი არის გაუმჯობესებული.

ეს ციფრები იძლევა იმის თქმის საშუალებას და საფუძველს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. უნდა ველოდოთ, რომ შემდგომ თვეებშიც გვექნება ორნიშნა თუ არა, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი კაპანაძემ.

საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელს კარგი სტატარტი აიღო. ექსპორტის მიმართულებით მიღწევები, ტურიზმში გამოცოცხლება, ტვირთნაკადების ზრდა და ფულადი გზავნილები ის ოთხი მთავარი ფაქტორია, რამაც ეკონომიკაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა.

ეკონომისტი ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ მწვავე საგარეო ფაქტორების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სტაბილურიობის და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

მიუხედავად, მწვავე საგარეო ფაქტორების ზემოქმედებისა საქართველომ შეძლო და გადაეწყო სტრუქტურულად იმგვარად, რომ შეენარჩუნებინა სტაბილურობა და მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც დღევანდელ მსოფლიო რუქაზე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

"საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი უკვე აღარ არის და დღევანდელი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი მიმართულებით ზრდის ტემპმა გადააჭარბა 2019 წლის პანდემიამდე არსებულ მონაცემებს და შედეგიც სახეზე გვაქვს. 2022 წლის ივლისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ზრდამ 10,3%. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ივლისის თვეში ზრდა იყო 9,9%.

დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა 21,9%-ით ზრდა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ბიზნეს საქმიანობა აშკარად პროგრესირებს და განიცდის განვითარების პროცესს.

განსაკუთრებული როლი ეკონომიკური ზრდის საგარეო ვაჭრობის კვეთრმა ზრდამ და ტურიზმის სექტორმა. კერძოდ, ივლისის თვეში ექსპორტი გაიზარდა 40,3% და 542,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტი 23,2%-ით გაიზარდა და 345,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20,4% -ით გადააჭარმბა და 476 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა.

მკვეთრად გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობაც და ივლისის თეში 306 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 46,8%-ით მაღალია გასული წლის მაჩენებელზე.

სექტორული თვალსაზრისით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ფიქსირდება ზრდის ტენდეცია, რაც საბოლოოდ ქვეყნის სოციალურ და მაკრო მაჩვენებლებზე ახდენს გავლენას.

საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფორმულირდება და აისახება მოსახლეობისათვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიც არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესებული საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება, უკეთესი განათლების მიღებაში, საპენსიო მომსახურებაში და ა.შ.

აღნიშნული ზრდის ტენდეცია ნათლად წარმოაჩენს რომ მიუხედავად, მწვავე საგარეო ფაქტორების ზემოქმედებისა საქართველომ შეძლო და გადაეწყო სტრუქტურულად იმგვარად, რომ შეენარჩუნებინა სტაბილურობა და მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც დღევანდელ მსოფლიო რუქაზე საკამაოდ იშვიათი მოვლენაა. შესაბამისად, საქართველო იმყარებს პოზიციებს რეგიონში როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ და პერსპექტიულ ქვეყნად, რომელსაც აქვს მდგრადობის მაღალი მაჩვენებელი.", - აცხადებს ოთარ ანგურიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე