ლაშა დარბაისელი: „ჩვენ რომ გავხედეთ მეორადი ავტომობილების მიმწოდებელი ქვეყანა რუსეთისთვის ან ბელარუსიისთვის, ეს იქნება კატასტროფა".
გვანცა წულაია
(23.08.2022)

საავტომობილო ბიზნესში ვითარება სტაბილურადაა. კარგი მდგომარეობაა იმპორტის მიმართულებით, თუმცა უკეთესი ვითარებაა ექსპორტის და რეექსპორტის კუთხით. რაც შეეხება შიდა ბაზარს, აქ განსხვავებული სიტუაციაა, იმპორტი გაყიდვების კლებაზე საუბრობს.

როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი ამბობს, ქვეყნის შიგნით ავტომობილების რეალიზაცია შემცირებულია.

რამ გამოიწვია შიდა ბაზარზე მოთხოვნის შემცირება, როგორი ვითარებაა ზოგადად ავტობიზნესში, უნდა გავიტაროთ თუ არა, რუსეთში და ბელარუსში ავტომობილები, ამ და სხვა მნიშვენლოვან თემებზე ლაშა დარბაისელი „რეზონანსთან" საუბრობს:

„რეზონანსი": პირველ რიგში, საქართველოში არსებულ ავტოპარკზე რომ მითხრათ, რამდენად ასაკოვანი ავტომობილები იყიდება ქვეყნის შიგნით?

ლაშა დარბაისელი: დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს შიდა ბაზარი, ავტოპაკრი არის განსაახლებელი. ეს მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ავტოპარკი არ განახდა, ის ავტომობილები, რომლებიც წლების წინ საქართველოშია შემოყვანილი, დაძველებულებად ჩაითვლება, პრინციპში, უკვე ასეცაა.

წლების წინ, თუ მოქალაქე 5 წლის წინანდელი გამოშვებულ ავტომობილს შიძენდა, ამბობდა, რომ მან ახალი მანქანა იყიდა. დღეს კი, ამას მომხმარებელი იძახის 10-15 წლის ავტომობილზე. მანქანას, რომელსაც წლოვანება 10-15 წელი აქვს, ის არ ითვლება ახლად.

ამ მიმართულებით, ყურადღება უნდა მიექცეს განბაჟებას. თუ განბაჟება არ დაიკლებს, ახალი ავტომობილი ვერ შემოვა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ახალი ავტომობილი ისედაც ძვირი ღირს. თუ განბაჟება დაიკლეს, არა უვადოდ, არამედ დროებით მიანც, რაც შეიძლება იყოს 1-2 წელი, მომხმარებლისთვის დიდი შეღავათი იქნება და თავის ძველ ავტომობილს, ჩაანაცვლდება ახლით.

სხვათაშორის, ბოლო დროს, საზოგადოება გამონაბოლქვის შესახებ აქტიურად საუბრობს. გამონაბოლქვი, რა თქმა უნდა, ექნება ავტომობილს, რომლიც 20-25 წლისაა.

„რ": როგორი ვითარებაა შიდა ბაზარზე, რამდენად იყიდება ქვეყანაში ავტომობილები?

ლ.დ: მოგეხსენებათ, რომ გაძვირებულია, არამხოლოდ ავტომობილები და მათი განბაჟება, არამედ პროდუქცია და ნივთები. ასეთ პირობებში ავტომობილი ფუფუნების საგნად ითვლება. გაძირებული ცხოვრების პირობებში, მომხმარებელი, რა თქმა უნდა, იკლებს. შიდა ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილი არ გვაქვს, იკლებს.

„რ": რეესპორტის მიმართულებით თვითან-თვემდე ზრდა გვაქვს...

ლ.დ: დიახ, ამ მიმართულებით ნამდვილად ასეა, რეექსპორტი გაზდრილია სხვადასხვა ქვეყნებში. მომატებული აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და ა.შ. შიდა ბაზრისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით ზრდა გვაქვს.

წლების წინ, როდესაც ასოციაცია დავაარსეთ და პრობლემებზე ვსაუბრობს, დღეს ზუსტად, ერთი ერთში ხდება. ყაზახეთზე ვამბობდით, რომ საჭიროა ურთიერთობის გაღრმავება, კავშირი და ა.შ. დღეს, როდესაც რეექსპორტი ყოველთვიურად იზრდება, სწორედ იმის ხარჯზეა, რაზეც ჩვენ 2 წელია ვსაუბრობთ.

ყაზახეთში აქვთ იმის რესურსი, რომ მომხმარებელი ჰყავდეთ, თან ბევრი. აქვთ იმის რესურსი, რომ ახალთახალი, ძვირადღირებული ავტომობილები საქართველოდან საკმაოდ სოლიდური თანხად გაიტანონ.

„რ": რუსეთში და ბელარუსში რეექსპორტზე რას ფიქრობთ. უკუპანტ რუსეთში ავტოინდუსტრია ცუდ დღეშია. როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყნებში რეექსპორტი უნდა მოვახდინოთ?

ლ.დ: ჩვენ, საერთოდ, რუსეთს და ბელარუსს არ ვეხებით, არც იმპორტის კუთხით და არც ექსპორტის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კავშირი დასავლეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან და რეექსპორტს ვახდენთ, როგორც შუა აზიის ქვეყნებში, ისე უკრაინაში, აზერბაიჯანში.

რამდენიმე ავტომობილის გამო, საქართველოს სანქციები რომ დაედოს, მერე რას ვშრვებით?! საუბარი კი არა, ფიქრიც არაფერით არ შეიძლება რუსეთის და ბელარუსიის ბაზარზე. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებში რეექსპორტმა რომ მოიმატოს, მოჰყვება სანქციები.

ავტოქარხნებმა დაკეტა იქაური ბაზარი და რუსეთი დატოვეს. ჩვენ რომ გავხედეთ მეორეადი ავტომობილების მიმწოდებელი ქვეყანა რუსეთისთვის ან ბელარუსიისთვის, ეს იქნება კატასტროფა. კი, გასაგებია, 1-2-3 თვეში ვიღაცები კარგ ფულს იშოვნიან, მაგრამ ამის შემდგომ რა მოხდება?!

„რ": და ბოლოს ფასები, რატო ძვირდება ავტომობილები?

ლ.დ: ავტომობილების ღირებულება ნამდვილად გაზრდილია. ამერიკაში და ევროპაში არსებული კომპანიების მომხმარებელბი აღარ ახდენენ ძველი ავტომობილის ჩანაცვლებას. კორონავირუსის პერიოდში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიში იყო კრიზისი, რის გამოც, მოსახლეობა ახალ ავტომობილს ნაკლებად ყიდულობს. შესაბამისად, ავტომობილების ფასი არის მაღალი.

გარდა ამისა, გადაზიდვის კომპანიებსაც შეექმნათ პრობლემები და მათაც გაზარდეს ფასი. ამ ორმა ფაქტორმა იქონია ავტომობილების გაძვირებაზე გავლენა, თორემ ავტოიმპორტიორს, რაც აქამდე რჩებოდა ერთ ავტომობილში, დღეს ნაკლები თუ არა, მეტი ნამდვილად არ რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე