სარედაქციო მოსაზრება
(15.04.2024)

„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ახლახანს ინიცირებული კანონისაზოგადოებაში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა, საერთაშორისო აქტორები კი ხელისუფლების ამ ინიციატივას მკვეთრად უპირისპირდებიან.

რა გამოსავალი არსებობს და როგორ უნდა მიიღწეს კონსენსუსი? - ახლა ესაა მთავარი  საკითხი. ურთიერთ ბრალდებები ნაცვლად საჭიროა საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის მაქსიმალურად საკმაყოფილება.

პირველ რიგში უნდა დავადგინოდ, ობიექტურად რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა და პასუხობს თუ არა ესკანონპროექტი გაცხადებულ მიზანს.

ინიციატორთა არგუმენტები

ინიციატორები ამტკიცებენ, რომ უმთავრესი მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინასების შესახებ ინფორმაცია ღია და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. 

აქ შეიძლება მაგალითად მოვიყვანოს სამეწარმეო რეესტრი, როცა ნებისმიიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მყოსიერად დაადგინოს თუ ვინაა ორგანიზაციის დამფუძნებელი, დირექტორი და ა.შ.რატომ არ შეიძლება, რომ ტექნიკურადასევე გამჭვირვალე იყოს არასამთავრობო ორგანიზავიების ფინანსებიც, განა ეს შეზღუდავს მათ საქმიანობას ან რაიმე ზიანს მიაენებს უცხოელ დონორებს?

მთავარი კითხვაა, თუ ამ კონონის მიხედვით როგორ მიიღწევა ფინასური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შეიძლება თუ არა უკეთესი მექანიზმის შეთავაზება.

კანონპროექტის მიხედნით, განისაზღვრება უცხოური ძალა, რომელიც არის:  უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოსკანონმდებლობის საფუძველზე და ა.შ.

გარდა ამისა, მოკლედ რომ ვთქვათ, განისაზვრებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები, რომელიც უცხოური ძალებიდან  იღებენ დაფინასებას. სწორედ ამ ორგანიზაციებს ავალდებულებს კანონი დარეგისტრირებასა და ყოველწლიული დეკლარაციების წარდგენას.

კანონპროექტის ოპონენტების პოზიცია

რა არგუმენტები აქვთ არასამთავრომო ორგანიზაციებსა და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს?გარდა ზოგადი განცხადებებისა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ და „აგენტების კანონი“, მათი არგუმენტები ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი: „ქართული ოცმების“ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, მიზნად ისახავს მისი ხმის ჩახშობის, დაშინებას, მის სტიგმატიზაციას, მასზე კონტროლის დაწესებას. იგი გაართულებს მათ დაფინანსებას და შეუზღუდავს სამოქმედო არეალს. ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის. ქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვისსამართლებრივ საფუძველს. ამ კანონით ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება გამოცხადდეს „უცხოურ აგენტად“, ეს კი არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათოც კი იყო.

ეს კანონპროექტი ღირებულებების კუთხით შორს დგას ევროკავშირსადა აშშ-სგან და მისი მიღებას გამოიწვევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისგან გადახვევას, დააზიანებს საერთაშორისო რეპუტაცია, უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს უკვე არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლის მოსაზრებების ნაწილს ობიექტურად შეიძლება დაეთანხმო კიდეც, განსაკუთრებით თუ ლაპარაკია აღთქმემზე, რომელის შეიძლება არც კი ასახავდეს არსებულ რეალობას. 

მეორე: არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც მაქსიმალურად გამჭვირვალე არიან, ინფორმაცისაჯაროა და ასეთი რეგულაციის შემოღება სრულიად ზემდეტია.

ამ შემთხვევაში კი პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დღეისათვის შეუძლებელია დაფინასების წყაროებსა და რეალურ რაოდენობაზე რაიმე სანდო ინფორმაციის მიღება, ეს დამოკიდებულია კეთილ ნებაზე და შეუძლებელია მისი გადამოწმება.

თუ სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ მათი ფინასური გამჭვირვალობა არ არის აუცილებელი და მიღებული გრანტები კომერციულ ან სხვა სახის საიდუმლოს წარმოადგენს, მაშინ ეს პირდაპირ უნდა ითქვას, ხოლო თუ ისინიც ეთანხმებიან საზოგადოების წინაშე ფინანსური გამჭვირვალეობის აუცილებლობას, მაშინ ცალსახად მხარი უნდა დაუჭრონ ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენას.

უცხოელი დიპლომატების განცხადებები, რომ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, ვერ ჩაითვლება არგუმენტად, რადგან საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, მათ, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, მართლაც ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სრულ ფინასურ ინფორმაციაზე.

კონსენუსის მიღწევის გზა

თუ კარგად დავაკვირდებით, აშკარაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქცენტს აკეთებს მათთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებიის სტატუსის მინიჭების საკითხზე და ამით ცდილობს ფინასნური გამჭვირვალობის პრობლების ნიველირებას.

მეორეს მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის საქმიანობა საერთოდ არ ეხება არც საკანონმდებლო საქმიანობას და არც სახელწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას. ამ კონტექსტში მართლაც უცნაური იქნება, თუ საქველმოქმედო ან ბავშვების საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად გამოცხადდება.მათთვის ყოველწლიური დეკლარაციის ჩაბარება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ისინი ხომ აწარმოებენ საბუღალტრო აღრიცხვას და საგადასახადო ორგანოების ინფორმირებას, მაგრამ მათი, როგორც გავლენის ორგანიზაციად მოხსენიება, საღ აზრს სცილდება.

თავის მხრივ მმართველი პარტია ხაზს უსვამს გამჭვირვალობის აუცილებლობას, ხოლო  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის დასახელებასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციიის სტატუსის შემოღების აუცილებლობას დასავლული გამოცდილების გაზიარებით ასაბუთებს,

კანონის ინიციატორები სამართლიანად აცხადებენ, რომ კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლის სამართლი პასუხისგებლობას და ბევრად ლიბერალურია ევროპულ და ამერიკურ ანალოგებთან შედარებით. ფაქტობრივად, ინიცირებულია კანონის ქართული ვარიანტი.

ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება, სამოქალაქო საზოგადოებისა პროტესტის საპასუხოდდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების შეშფოთების გასაქარწყლებად, კანონი კიდევ უფრო „ქართული“ გახდეს, მოერგოს ქართულ რეალობას და ტექსტიდან საერთოს ამოღებული იქნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციიის“ სტატუსი. რაიმე ნეიტრალური დასახელების განსაზღვრა იურიდიული ტექნიკის საკითხია, რაც პარლამენტარებს არ უნდა გაუჭირდეთ. 

მაგალითად, თუ კანონის დასახელება იქნება „გამჭვირვალობის რეესტრის შესახე“, მაშინ „უცხოურიძალისინტერესებისგამტარებელიორგანიზაციის“ ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ტერმინი - გამჭვირველობის რეესტრში დასარეგისტრებელი ორგანიზაცია.

ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ფინასური გამჭვირვალობა და აღარ იარსებებს განცდა, რომ ამ კანონის მიზანია, რაიმე სახით სამოქალაქო საზოგადოებისსტიგმატიზაცია ,ან შეზღუდვა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. გასაგებია, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ფინანსდებიან უცხოეთიდან. მაგრამ ვინ თქვა, რომ ისინი თანხებს არ იღებენ ან არ შეიძლება მიიღონ ქვეყნის შიგნიდან? რატომ ეხება კანონი მარტო უცხოელებს, ქართველმა ოლიგარქმა, ან მონიპოლური მდგომარეობის მქონე  კომპანიამ ასევე შეიძლება დააფინანსოს რომელიმე არასამთავრობო მისი ინტერესების გასატარებლად, რასაც პოტენციურად შეიძლება გაცილებით უარესი შედეგები მოჰყვეს.

შესაბამისად, თუ მართლაც გამჭვირვალეობაზეა საუბარი, მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნებისმიერი ქართული თუ უცხოური ორგანიზაციის გათანაბრება და გამჭვირვალობის ყოველწლიურ ანგარიშში ყველა გრანტისა თუ ფინანსური დახმარების ასახვა. ეს მართლაც სრულად გამჭვირვალეს გახდის გახდის სამოქალაქო საზოგადოებას და ვერც ვერავინ იტყვის, რომ რაიმე სახით ხდება უცხოელების დისკრიმანაცია, რომლებაც უკვე მილიარდობით დოლარი თუ ევრო გაიღეს საქართველოს დასახმარებლად.

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე კონსენსუსი მიღწევამნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის შემცირებას, რაც, როგორც ცნობილია, ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე