რეზონანსი
(20.02.2024)

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობის 33-ე წელს ითვლის და რაოდენ დასანანია, რომ ოცდამეერთე საუკუნის პირველ დეკადაში, ანუ ციფრული ტექნოგიებისა და დემპოკრატიული განვითარების ხანაში, ჩვენი ქვეყანა ისევ საბჭოთა სასამართლო სისტემაში იმყოფება და მართლმსაჯულება არ პასუხობს ხალხის მოთხოვნებსა და საერთაშორისო გამოწვევებს. უფრო პირიქითი შინაარსის სახელმწიფო იდეოლოგია ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოკეანის ტალღის სიმაღლის რეფორმები განხორციელდა და ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მიუკერძოებელი და ხალხის სამსახურში მდგარი სასამართლოები. მართალია თავად ხალხი ვერ გრძნობს ვერც სახელმწიფოს მიერ გამარტივებული და იაფი სამართლებრივი სერვის-მომსახურების შეთავაზებას და ვერც ისეთი განცდა იგრძნობა, რომელიც მათ სამართლიანობის იმედს ჩაუნერგავს და სასამართლოს იმ ორგანოდ წარმოიდგენდეს, სადაც სიმართლის პოვნა იქნება შესაძლებელი.

რამდენი წუნიც არ უნდა ჰქონდეს დღევანდელ სასამართლო სისტემას და რაოდენ მყარი წარმოდგენებიც არ უნდა არსებობდეს ნაკლოვან მხარეებზე, მხოლოდ საუბარი ამ თემაზე არ არის და ვერც იქნება პრობლემის დაძლევის საკმარისი გასაღები. როგორც ფაქტობრივი გარემოება გვაჩვენებს, მმართველი პარტიის ხელისუფლება კმაყოფილია მათი მხარდაჭერილი სისტემით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი სასამართლო რეფორემას არ მიიჩნევენ მთავარ აქტუალურ საკითხად და შესაბამისად უნდა ვიფიქროთ, რომ ვიდრე ისინი ხელისუფლებაში არიან, საქართველოში სასამართლო რეფორმა არ განცხორციელდება. 

მეორეს მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები თითქმის ერთსულოვნად აღიარებენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება არათუ აუცილებელია, არამედ ნომერ პირველი რიგის რეფორმად უნდა იქნეს გამოცხადებული და ახალი ხელისუფლების წინასწარ ვალდებულებად უნდა იქცეს ამ რეფორმის ჩატარება. აქედან გამომდინარე, ოპოზციური პარტიების პოლიტიკური ნება გამოხატუილია და დანარჩენი, რომ იტყვიან, გემოვნების საკითხია, თუმცა დაანონსებულ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა კორპუსის უვადოდ არჩევის კონსტიტუციური გარანტიების არსებობას. ამიტომ, ალბათ უმჯობესია, რეფორმის საკითხი ამ პრობლემით დავიწყოთ.

საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე ინიშნება უვადოდ, ამ მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ „მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაც ია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდს განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისფლების საფუძველი“. მაშასადამე, მნიშვნელობა არა აქვს მოსამართლეს შელახული აქვთ თუ არა პროფესიული რეპუტაცია და ახორციელებს თუ არა სამოსამართლეო საქმიანობას მიუკერძოებლად და კვალიფიციურად და რადგან იგი დანიშნულია უვადოდ, ამიტომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი მისი პროფესიული საქმიანობის შეფასებისათვის და თანამდებობიდან მისი ჩამოცილებისათვის. ამის კლასიკური მაგალითია კორუფციული საფუძვლით აშშ-ს მიერ რამოდენიმე ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი, რაც იმას ადასტურებს, რომ არავითარი მნიშვნელობა აქვს თუ რა შეფასება ექნება მოსამართლის საქმიანობას და ვიდრე ის უვადოდ არის განმწესებული მოსამართლის თანამდებობაზე, მანამდე იგი ხელშეუხებელია თანამდებობაზე, ანუ იქამდე იქნება, ვიდრე საპენსიო ასაკი არ დაუდგება. აქედან გამომდინარე, გვსურს თუ არა, სასამართლო რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობაა კონსტიტუციური ცვლილებების საჭიროება, ანუ პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმის განხორციელება. დღეს მოქმედი კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილია, რომ კონსტიტუიციაში ცვლილება მიიღება კონსტიტუციური კანონის სახით, რომელსაც მხარი უნდა დაყუჭიროს პარლამენტის წევრთა 2/3-მა, ხოლო თუ კონსტიტუციის ნაწილობრივ ან კიდევ ცალკეული მუხლის შეცვლა ხდება, მაშინ ადგილი აქვს კონსტიტუციის გადასინჯვას, რაც რეგულირებულია კონსტიტუციის 77-ე მუხლში. კერძოდ, ამ მუხლის მესამე ნაწილში სიტყვა-სიტყვითაა ჩაწერილი არც თუ გასაგებად დაწერილი ტექსტის ფორმულირება იმის თაობაზე , რომ „ კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში“. აქვე, ამ მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს ამავე მუხლის ზემოთ ციტირებული წესის საწინააღმდეგო პროცედურას, კერძოდ: „კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში , თუ მასს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“. მაშასადამე კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ესაჭიროება პარლამენტის წევრთა 2/3-ის ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო 77-ე მუხლის მეოთხე ნაწილი კი ადგენს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ამ სახით კონსტიტუციური კანონის მიღებას ესაჭიროება პარლამენტის წევრთა ¾ ანუ 113 წევრის მხარდაჭერა. ალბათ მთლად გასაგები არ უნდა იყოს დასახელებული შეუსაბამობები, რადგან ყველა ცვლილება , რომელიც კონსტიტუციაში ხორციელდება მიიღება კონსტიტუციური კანონის სახით და თუ ეს ასეა, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ურთიერთგამომრიცხავი პროცედურები. დასახელებული ნორმის ნაკლად, მე პირადად მიმაჩნია, რომ კანონმდებელმა ერთმანეთისაგან არ განასხვავა თუ რა არის კონსტიტუციაში ცვლილების მიღება და რას წარმოადგენს კონსტიტუციის გადასინჯვა და ამ განმარტების გარეშე კი კონსტიტუციური პროცედურა ვერასოდეს ვერ იქნება იმგვარად რეალიზებული, როგორადაც ის რედაქციულადაა წარნმოდგენილი, რადგან თუ საუბარია გადასინჯვის ისეთ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც თუნდაც მოქმედი მუხლის ნორმატიულ შინაარსს ცვლის და ამიტომაა განსხვავებული კენჭისყრები , მაშინ სრულიად გაუგებარი ხდება ისეთი მექანიზმის შემოღება, რომელიც ითვალისწინებს ერთი წაკითხვით მიღებული კონსტიტუციური კანონი ხელმოსაწრად გადაეცემა პრეზიდენტს მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ“. ეს ჩანაწერი კი ნიშნავს, რომ 2024 წელს არჩეული პარლამენტი თუ პირველი მოსმენით მიიღებს კონსტიტუციის 63-ე მუხლის ცვლილებას , მაშინ ეს კონსტიტუციური კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა 2028 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ , ანუ ოთხი წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ სრული უაზრობაა კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება, რადგან უახლოესი ოთხი წელი ამისათვის წინასწარვეა ბლოკირებული და ვიდრე ასეთი რამ წერია მოქმნედ კონსტიტუციაში, მანმამდე ცხადია , ამ ქვეყანაში ვერანაირი სახის ძირეული ცვლილებები ვერ განხორციელდება და ამ მიმართულებით გაცხადებული ყველა საარჩევნო დაპირება მხოლოდ ამომრჩევლის მოტყუების ან კიდევ მათი შეცდომაში შეყვანის მიზანს მოემსახურება. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებისას ცვლიბებს მოითხოვს არამარტო კონსტიტუციის 63-ე მუხლი, არამედ 64-ე (იუსტიციის უმაღლესი საბჭო), 65-ე (პროკურატურა), 60-ე (საკონსტიტუციო სასამართლო), 61-ე (უზენაესი სასამართლო) , 54-ე (მთავრობა) , 52-ე (პრეზიდენტი) და 36 -ე (პარლამენტი) მუხლები. ამდენად, პოლიტიკური პარტიები თუ მათი წარმომადგენელი სპეციალისტები, რომლებიც საჯაროდ მოითხოვენ სასამართლო რეფორმის განხორციელებას, პირველ რიგში ვალდებულნი არიან მოსახლეობას აუხსნან, თუ რა გზით აპირებენ ამ მართლაც ყველაზე პრობლემური სფეროს გადემოკრატიულობას, მაშინ როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია, ხოლო კონსტიტუციაში ცვლილებების გამნხორციელება მარტო კვალიფიციური უმრავლესობის არსებობის დეფიციტურ მოლოდინზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მთლიანად დაკავშირებულია მისი ოთხწლიანი მიუღებლობის შუალედზე.

ახლა განვიხილოთ თუ რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე საქართველო და როგორი განლაგების მოლოდინშია ევროპული დემოკრატიისაკენ მიმავალი ქვეყანა. ობიექტური ანალიზის საფუძველზე ანუ იმ სტატისტიკური ციფრების მიხედვით თუ დაითვლება წარსული და მომავალი, მაშინ მმართველ პარტიას არანაირი შანსი არა აქვს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 50%-ს პლუს ერთი პროცენტის ოდენობის ხმა მიიღოს ამომრჩევლისაგან. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოდ, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს ისეთი კვალიფიციური უმრავლესობის მანდატების უმრავლესობის მიღწევას, რომელიც საკმარისი იქნებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად. ამიტომ უნდა გამოვრიცხოთ იმის ვარაუდი, რომ მმართველი პარტია თავად განახორციელებს ევროპისაგან რეკომენდირებულ სასამართლო რეფორმას. ეხლა ვნახოთ, თუ რა რაოდენობის მანდატები შეიძლება მოიპოვოს ოპოზიციამ საუკეთესო შემთხვევაში, მაგალითად თუ მმართველი პარტია მიიღებს 40%-ს და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იქნება 60%. ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება 90 ერთეული, რაც, იდეალურ შემთხვევაშიც კი, საკმარისი არ არის თუნდაც 2/3-იანი კონსტიტუციური ბარიერის გადასახალად, ანუ გამოდის, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, სასამართლო რეფორმის განხორციელება შეუძლებელია და ამდენად წინასწარ დაანონსებული დაპირება ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდება. საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს მოქმედი ძირითადი კანონის კონსტიტუციური თვალსაზრისი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებს აშკარად აფერხებს და სრული დილემის წინაშე აყენებს. ამიტომ, თუ კონსტიტუციის პროცედურას გავყვებით, მაშინ ჩვენი საზოგადოება წინ ვერ წაიწევს და ვერც რეფორმები ვერ განხორციელდება. 

(გაგრძელება იქნება)

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე