ყაზახეთის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე მონაწილეობის წინ ყაზახეთი კვლავ ახდენს მსოფლიო საზოგადოების თვალწინ იმის დემონსტრირებას, რომ ის გაეროს იდეების ერთგულია და მზად არის ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოებს, რომლებიც საჭიროებენ ამგვარ მხარდაჭერას.
ყაზახეთის საერთაშორისო ქველმოქმედების კომისიის პროტოკოლის მიხედვით, ძლიერი მიწისძვრისა და წყალდიდობების შედეგად დაზარალებული ავღანეთის მოსახლეობის დასახმარებლად 9 ვაგონი ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი. ეს არის: კარვები, საწოლები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და კვების პროდუქტები. ეს ყოველივე უახლოეს პერიოდში იქნება გადანაწილებული ავღანეთში გაეროს ადგილობრივი სტრუქტურების მიერ.
ჰუმანიტარული ტვირთი ყაზახმა დიპლომატებმა ზაფხულის ბოლო დღეს გადასცეს გაეროს ავღანეთის მხარდაჭერის მისიის წარმომადგენლებს (UNAMA). ეს მოხდა უზბეკეთის ქალაქ ტერმეზში გაეროს ლოგისტიკურ ცენტრში.
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: ავღანეთში გაეროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ რამიზ ალაკბაროვმა, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის მოადგილემ იუმიკო ტაშიმამ, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა (WFP), აგრეთვე ავღანეთში ყაზახეთისა და უზბეკეთი დოპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებმა.
ავღანელი ხალხისთვის მუდმივი და სისტემატიური დახმარების აღმოჩენის გამო რამიზ ალაკბაროვმა მადლობა გადაუხადა ყაზახურ მხარეს. მან აქცენტი გააკეთა ყაზახეთის განსაკუთრებულ როლზე, შეამციროს ის ნეგატიური შედეგები ავღანელი მოსახლეობისთვის, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სიტუაციით.
ასეთ ფონზე, ყაზახეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმაში, რომ არ იქნას დაშვებული ჰუმანიტარული კატასტროფა, იმდენად, რამდენადაც ავღანეთში შემოსული ფქვილის პროდუქცია და ხორბალი, სწორედ ყაზახეთიდან მოემართება - აღნიშნა მან.
ტვირთების საკმაოდ მოკლე დროში ადგილზე მიტანა განაპირობა ყაზახეთისა და უზბეკეთის მჭიდრო რეგიონალურმა თანამშრომლობამ. ალაკბაროვის განცხადებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთების 60% ავღანეთში სწორედ ტერმეზის ტერმინალის გავლით შემოდის.
თავის მხრივ, იუმიკო ტაშიმამ მადლიერება გამოხატა ყაზახი ხალხის მიმართ დროული დახმარებისთვის და გამოხატა დაინტერესება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად ყაზახეთთან.
29 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების ხელი გაეწოდა ავღანეთისთვის, შეახსენა რა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და ხელისუფლებაში ტალიბების მოსვლის შესახებ. მძიმე პოლიტიკურმა რყევებმა გამოიწვია ის, რომ მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება თითქმის 1 წლით იქნა შეჩერებული.
2021 წელს ავღანეთში ბოლო 30 წელში ყველაზე ძლიერი გვალვა მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 19 მილიონი ავღანელი საკვები პროდუქტის მწვავე დეფიციტს განიცდის, ხოლო 3 მილიონი ბავშვი უბრალო შიმშილობს.
უფრო დიდი ეკოლოგიური კატასტროფა დაატყდა ავღანეთს თავს ამ ზაფხულში - ათასობით ავღანელი დაზარალდა იმ დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელიც 22 ივნისს სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში მოხდა, აგრეთვე, იმ მასშტაბური წყალდიდობების გამო, რომელთაც ადგილი ქვეყნის აღმოსავლეთით ჰქონდა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები, დაზარალდა საძოვრები და ნათესები.
ყაზახეთი, რომელიც არასოდეს რჩება გულგრილი სხვისი უბედურების მიმართ, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თავისი ჰუმანიტარული მისიის განხორციელება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქვეყანას, ზუსტად 1 წლის უკან „შოს"-ის სამიტზე კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, რომ „ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ აქტუალური ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც წარმოიშვა ავღანეთის წინაშე." ოქტომბერში დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყაზახეთი იზიარებს გაეროს პოზიცია და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ფოკუსში უნდა იყოს."
ავღანეთის ჰუმანიტარული კრიზისი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი განხილვის თემა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. მრავალტანჯული ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება მსოფლიომ ერთიანად უნდა განაგრძოს.
ალექსანდრე ალექსიძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე