რეზონანსი
(24.04.2024)

სოფო ჯაფარიძე ახლად გამოჩენილი იყო პოლიტიკურ სარბიელზე, როცა დაიწერა, რომ ნაციონალებია სიის პირველი ნომერი სწორედ ის იქნებოდა, რაც სააკაშვილმა უკვე დაადასტურა. "ალიას" ინფორმაციით, სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნიკა გვარამიამ ნაციონალებთან გაერთიანებას ცალკე პარტიის გაკეთება ამჯობინა, ანუ გვარამიას პირველნომრობა სურდა, მაგრამ როცა გასაგებად უთხრეს, რომ პირველი ჯაფარიძე იქნებოდა, მან კიდევ ერთ განაწყენებულთან, ნიკა მელიასთან ერთად, „ახალი“ შექმნა და მისი არხის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგების მიხედით, მომავალ პარლამენტში მესამე ადგილზეა. სააკაშვილმა ამ კვლევას სისულელე უწოდა და გვარამიას არჩევანიც დაუწუნა, პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ რამ გაგაყვანინაო, მაგრამ ვინ, ვინ და, გვარამიამ ყველაზე უკეთ იცის, „ოცნების“ მეორე ადგილზე გადაწევა, ამ გადმოსახედიდანაც კი, უდიდესი შეცდომა იქნებოდა და არავინ დაიჯერებდა. 

ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილების „სუნი“ სააკაშვილმაც იკრა და ამიტომაც არის, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას რომ ცდილობს. ის კარგად ხვდება, რომ გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, უკრაინის ამბებში ჩარევა უკვე გაუჭირდება, იქ მისი ადგილი აღარ არის.

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე