რეზონანსი
(10.04.2024)

ამერიკაში ახლახანს ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ახლობლები წერენ, 42 წლის მამაკაცი აშშ-ში 1 თვის ჩასული იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და შემდგომი გართულებები გახდა.

„გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე 42 წლის თემურ რევიშვილი, რომელიც ერთი თვის ჩამოსული იყო. დაემართა ინსულტი, ორი კვირა ებრძოლებოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, ამ უდიდეს დანაკლისს", - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე