რეზონანსი
(10.04.2024)

7 აპ­რილს, მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში" ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. კონ­ცერ­ტი­დან კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. კონ­ცერტს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას მომ­ღე­რალ­მა, ანა­ნო სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა და მას­თან ერ­თად იმ­ღე­რა. კად­რე­ბი, სოციალური ქსელის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და. "ფე­ის­ბუქ­ზე" ანა­ნო­სა და მომ­ღერ­ლის სა­ერ­თო ვი­დე­ოს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდნენ.

ბლო­გე­რის მი­სა­მარ­თით ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს:

"რუ­სე­თი არის მტე­რი და ვი­ღა­ცას სენ­სი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბი თუ აღეძ­რა, დიდი ბო­დი­ში. ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია როცა გყავს, მი­ნი­მუმ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებს, თო­რემ აქ პერ­სო­ნა­ლუ­რად არა­ვინ არა­ვის უტევს..."

"ინ­სტაგ­რამ­ზე" ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვილს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი აქვს:

"სამ­წუ­ხა­როდ, მე არ გავზრდილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ვი­ზარ­დე იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვა­ლე­რი მე­ლა­ძე იყო ჩემი ბავ­შვო­ბის მომ­ღე­რა­ლი. არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე არც მე და არც ვა­ლე­რი არ ვართ. 2008 წლის ომის შემ­დეგ მე და ჩემი ოჯა­ხი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით და ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა. რო­გორ­ღაც გა­ვუმკლავ­დით პრობ­ლე­მებს, ოღონდ სამ­შობ­ლო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

მე ვარ ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი და მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა. რუ­სუ­ლი თუ ვიცი, ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლი. ვი­ცო­დი, რომ ზოგი ვერ გა­ი­გებ­და, ამის­თვის ვერც გა­ვაკ­რი­ტი­კებ, რომ რა­ტომ ვერ მი­გებთ მე. ამი­ტომ რა­ტომ უნდა და­მე­წე­რა რამე და გა­მე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა ჩემი გა­მომ­წე­რი", - განუცხადა "ამბებს" ანანო სახელაშვილმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე