რეზონანსი
(09.04.2024)

7 აპ­რილს ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია "ბეთლგრა­უნ­დის" სას­რო­ლეთ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა - ორი მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კი­დევ ერთი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც "ბეთლგრა­უნ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და 24 წლის ახალ­გაზ­რდა რატი სა­გა­ნე­ლი­ძე.

ამჯერად ცნო­ბი­ლი ხდე­ბა კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა. ის 3 შვილის მამა ლე­ვან ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი აღმოჩნდა.

"იმ ავ­ბე­დი­თი აფეთ­ქე­ბი­სას, გარ­და­იც­ვა­ლა იქ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მყო­ფი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, ახალ­გაზ­რდა კაცი, სამი შვი­ლის მამა, ლე­ვან ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი. 90-იანი წლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვა­ტა­ნი­ნეთ, ერ­თად ვზი­დეთ პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო ტვირ­თი. შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი შე­ვაყ­ვა­რეთ...

ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. დი­ლით ერთ "ნი­ვა­ში" ქაფ­ში­ე­ბი­ვით ეწყო­ბო­და 9 ბავ­შვი. ერთ რა­მედ ღირ­და მერე სკო­ლის ეზო­ში ამა­თი იმ "ნი­ვი­დან" ჩა­მოც­ლა: ჯერ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თეკ­ლა, მერე მი­ყო­ლე­ბით: დე­დუ­ნი, ელი­სო, ირაკ­ლი, ბა­ი­სო, ილია, ნინო, ლე­ვა­ნი... ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. დღეს მზე ასე დაბ­ნელ­და 90-ია­ნე­ბის მე-18 კორ­პუ­სე­ლე­ბის­თვის.... ნანა, გუ­რამ, თქვენ­თან ერ­თად დავ­ტი­რით ჩვენს ღი­მი­ლის ბიჭს. ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა!" - წერს ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რი­ნე ბე­რი­ძე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე