რეზონანსი
(08.04.2024)

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი გადაცემაში „პირველი სტუდია", რამდენიმე საკითხზე საუბრობს.

გადაცემის წამყვანი სხვა თემებთან ერთად დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა, რომ მაესტრო დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს:

„ვერ დავაგროვე ეს ფული, რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, ისეთ ბინაში ვერ ვიცხოვრებ პატარაში... როიალი მაინც უნდა დაეტიოს, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მიყვარს მზე და მუსიკის წერა სინათლეში, ეგეთი ბინები ძვირი ღირს, მე მთელი ცხოვრება ამ ფულს დავაგროვებ ხოლმე, შემდეგ ან რომელიმე ჩემს მეგობარს დაჭირდება და ... მოკლედ ასეთი ჩამორიგებული თანხები რაც მაქვს, ყველამ რომ დამიბრუნოს, კი გავწვდები ბინის ყიდვას..." - ამბობს რაჭველი გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე