რეზონანსი
(07.04.2024)

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და რადიკალურ ოპოზიციას მიმართავს: 

"აქა-იქ ნაცების დამუნათებას გადავეყარე - ბიძინა თქვენ მოიყვანეთ და აბა რა გეგონათო.

ბიძინა მოიყვანეთ თქვენ და თქვენმა ბელადმა, რომელმაც 2007-ში რომ აურია, 2011-ში უკვე ჩვეულებრივი ფსიქოპატი იყო.

დაპატიმრებული სატელიტური ანტენებიც მახსოვს, ნათია მოგელაძეც, ზუგდიდელი „კასტილებიანი“ კაციც, 3 ტელევიზიის ერთი და იგივე „ვიორსტკაც“ და ისიც, კუდში რომ გამომკითხეს, როგორც უცხო ქვეყნის საფარქვეშ მოქმედი ჯაშუშური ქსელის წევრობაში ეჭვმიტანილი.

„ბილობილი“ მიიღეთ, თუ მეხსიერების პრობლემა გაქვთ და ნუ დაიარებით აქ ამაყად ყელმოღერებული.

2012 რომ იყოს, ისევ იმ "ოცნებას" მივცემდი ხმას, რამეთუ თქვენი მომსახურების ზონიდან გასული კერპი კიდევ ერთი ვადით რომ დარჩენილიყო, იმაზე უარესებს დაატრიალებდა, რაც დღეს ხდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე