რეზონანსი
(06.04.2024)

„კარლსრუეს" ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ კლუბის ტელევიზიასთან ინტერვიუში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მოგებული მატჩების შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ილუსტრაციებზე ისაუბრა.

„ეს ფოტო ჩემს ცეკვაზეა, დიდებული გამარჯვების შემდეგ. ძალიან ემოციური ვიყავი, უამრავი ადამიანის წინაშე ვიდექი. მინდა ვთქვა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, რადგან ზოგი ფიქრობდა, რომ ნასვამი ვიყავი, მაგრამ ასე არ იყო. ეს დღე ძალიან ემოციური იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი და სწორედ ამიტომ დავიწყე ცეკვა. მინდოდა, ემოციები ხალხთან ერთად გამეზიარებინა.

ახლა, როცა ამ ვიდეოს ვუყურებ, სახალისოა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მე არ ვარ. ხმა არ მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ქვეყნისთვის დიდ მიზანს მივაღწიეთ", - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ფინალში ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში საბერძნეთს 4:2 მოუგო, ამ გამარჯვების შემდეგ ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.

წყარო: Crystalsport

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე