რეზონანსი
(13.03.2024)

უცხოეთში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 21 წლის გიორგი ჯანელიძე. ცნობილია მისი ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი. ახალგაზრდას ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გარდაიცვალა ემიგრანტის დედ-მამის ემიგრანტი შვილი, 21 წლის გიორგი ჯანელიძე. 21 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის… ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა… 

კლდიდან გადავარდა, ფეხი დაუცურდა… 

ღიმილის ბიჭo, შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, რატომ არ შეგებრალა შენი ოჯახი…

მიწისთვის მენანები… სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, გიო აღარ გვყავს.

თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი” - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე