რეზონანსი
(12.03.2024)

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. გარდაცვლილი ნათია ქარდავაა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ტელეფონზე საუბრისას ინფარქტით დაიღუპა.

„რით გამოვხატო უშენობით გამოწვეული ტკივილი დედი, ყველას გული ატკინე, ყველა იზიარებს ჩვენს ტკივილს, მაგრამ ჩემს ტკივილის გაზიარებას ვერავინ შეძლებს დედი, ცამდე მენატრებიიი...

სულ გციოდა დედი, ერთი საათი ვერ ძლებდი დედი სიცივეში ეხლა როგორი გაცივებული ხარ და სამუდამოდ უნდა დაგტოვოთ სიცივეში დეეე...

შუა გზაში მიმატოვეთ დეე, შენი შვილები რატო არ შეიცოდე დედიი, ოღონდ აქ მყავდე დეე შენს გაყინულ ხელებს გაგითბობდი დედი... სიტყვა გამწარებაც არაფერია, ისე მტკივა უშენობა. თვალწინ მომიკვდი დედი, 7 ოპერაცია გადაიტანე დედი და თრომბმა რა გიქნა, 1 წუთის განმავლობაში. გული მიკვდება, დამიბრუნდი გთხოვ დედი“ – წერს გარდაცვლილი შვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე