რეზონანსი
(12.03.2024)

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი სალომე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში თავს გადამხდარ შემთხვევაზე წერს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დახმარებას უკავშირდება:

„მხოლოდ მე რომ არ ვიცოდე, უნდა მოგიყვეთ, რამდენად გულისხმიერი და კეთილი პატრულის თანამშრომელი გავიცანი დილით, სულ შემთხვევით...

სულ ცოტა დრო რომ მრჩებოდა სამსახურამდე, შუა გზაში გამიჩერდა მანქანა. 

ზუსტად 2 წუთში გაჩნდა პატრული და საოცრად გულისხმიერი ადამიანი ელდარ გორგაძე, რომელმაც არც ნაკლები და არც მეტი, მანქანის შემკეთებელსაც კი დაურეკა, ადგილზე გამოიძახა, ჩემი პრობლემა რომ მოეგვარებინა. 

იმას აღარ ვთვლი, როგორ გადაჰყვა ჩემს გაფუჭებულ მანქანას, როგორ დამეხმარა გადაყენებაში, როგორ დატრიალებდა, რომ როგორმე დაექოქა და ბედნიერად გავეშვი სამსახურამდე. 

არცთუ ისე სახარბიელო ამბავზე, გული რომ მოგითბება და კეთილი ადამიანების ზრუნვა რომ მოგყვება მთელი დღის ბონუსად, ზუსტად ამ შეგრძნებით ვზივარ და მიხარია, ასეთი ადამიანები რომ მუშაობენ თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - დაწერა სალომე ეპიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე