რეზონანსი
(11.03.2024)

ემო­ცი­უ­რი ვი­დეომ, რო­მე­ლიც ქორ­წილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ყველა აღელვებული დატოვა. კად­რებ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი დე­დას ეტ­ლი­დან ხელ­ში იყ­ვანს და მას­თან ერ­თად ცეკ­ვავს. ვი­დე­ოს მთა­ვა­რი გმი­რი და­ნი­ელ გი­გა­უ­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი დის ქორ­წილ­ში დედა, რო­მელ­საც სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო, აცეკ­ვა. და­ნი­ე­ლის ოჯა­ხი ქა­რე­ლი­დან არის, ამ­ჟა­მად ყვა­რელ­ში ცხოვ­რობ­დნენ.

„ამბებმა“ ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა და­ნი­ელ­თან და დე­დას­მისთან, ქალ­ბა­ტონ ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან.

და­ნი­ელ გი­გა­უ­რი:

„დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ. თა­ვი­დან დე­დას სა­კუ­თა­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა და შემ­დეგ მისი და იყო დო­ნო­რი, თურ­ქეთ­ში მე­ო­რედ გა­უ­კე­თეს გა­და­ნერგვა. ამ ეტაპ­ზე სიმ­სივ­ნის უჯრე­დე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ რე­მი­სი­ის დროს, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი ახალ უჯრე­დებს ეგუ­ე­ბა, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ამ ეტაპ­ზე დე­დას გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, ეტ­ლით მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩემი დის ქორ­წილ­ში, ვი­დეო, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვაქვყე­ნე, ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­და­ი­ღო.

არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, არა­ფე­რი ისე­თი არ გა­მი­კე­თე­ბია და დღე­საც იგი­ვეს ვამ­ბობ, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია. ის გა­ვა­კე­თე, რაც ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა. დე­დას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო რაც მოხ­და, ახლა ემო­ცი­ე­ბი მის­თვის უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია“.

ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სამი შვი­ლი გა­ზარ­და და ახლა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ზრდი­ან, რად­გან მას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია:

„იმ­ხე­ლა სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ ხალ­ხის­გან, ღმერ­თო, და­ლოც­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი, ყვე­ლამ გა­ი­ხა­როს. შე­მოდ­გო­მას და­ნი­ელს ჯვრის­წე­რა ჰქონ­და, მა­შინ ლო­გინს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ვერ წა­ვე­დი. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე მა­შინ. შემ­დეგ გოგო რომ თხოვ­დე­ბო­და, ოჯახ­ში თქვა, თუ დედა ჩემს გვერ­დით არ იქნე­ბა, არ მინ­და ისე­თი ქორ­წი­ლიო. ეტ­ლით რომ წა­მიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ხან ცუ­დად ვხდე­ბო­დი.

უცებ გა­მო­ა­ცხა­დეს, ეს სიმ­ღე­რა ყვე­ლა დე­დას ეძღვნე­ბა და შვი­ლებ­მა დე­დე­ბი აცეკ­ვე­თო. მო­ვი­და და­ნი­ე­ლი ჩემ­თან და მი­თხრა, მოდი, დედა, გა­გიყ­ვან და გა­ცეკ­ვე­ბო, ვუ­თხა­რი, რომ კარ­გად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დამ­პირ­და, ეტ­ლით გა­გა­გო­რე­ბო. ხელ­ში რომ ამიყ­ვა­ნა, ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, შემ­დეგ მე­ო­რე დღეს, რაც ვი­დე­ოს მოჰყ­ვა... ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ, სამი შვი­ლი მყავს, უმ­ცრო­სი - 14 წლის. მე­უბ­ნე­ბი­ან, დედა, შენ ხომ გაგვზარ­დე, ახლა შენ ხარ ჩვე­ნი შვი­ლიო. ცოტა ხნის წი­ნაც ცუ­დად გავ­ხდი და გა­თხო­ვი­ლი გოგო გა­მო­იქ­ცა ჩემ­თან, რომ მო­ე­ხე­და. ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, იმ­ხე­ლა სით­ბოს ვი­ღებ, ისე მით­ბე­ბა გული, და­ნი­ელს ვე­უბ­ნე­ბი, ამ ხალ­ხის ლოც­ვა გა­გა­ბედ­ნი­ე­რებს-მეთ­ქი" - აღნიშნა ნატო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე