რეზონანსი
(11.03.2024)

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის შესახებ წერს და მის ფოტოებს ავრცელებს.

„პატარა ხალი ჰქონდა ტუჩზე... თავისი თავი არ მოსწონდა და ამ ფოტოების დადებასაც გვიკრძალავდა.  ვუყურებ და ვტკბები!“ – წერს ანა რობაქიძე.

თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე