რეზონანსი
(09.03.2024)

უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი იქნება ამ კუთხით მდგომარეობა საქართველოში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

- ძალიან ადრეა ჯერ ზაფხულზე საუბარი, რადგან ზაფხულის პროგნოზზე მუშაობა იწყება მაისის ბოლოს. თუმცა კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ზოგადად, ტემპერატურამ მოიმატა. წინა ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო, ნორმასთან შედარებით 2-3 გრადუსით მეტი. ეს განპირობებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესით, რომელიც ფაზაში შევიდა აგვისტოს მეორე ნახევარში და ძალიან აქტიური იყო ნოემბერ-დეკემბრამდე. ამიტომ ამ პერიოდში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი და დეკემბერი 3-4 გრადუსით თბილი იყო. ახლა ამინდზე გავლენას ახდენს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მიმდინარე პროცესები. ეს ჩვენს ტერიტორიაზეც აისახება. კერძოდ, ქარის მასები ატლანტის ოკეანიდან მოძრაობენ ევროპისა და აზიის მხარეს. თუმცა წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესი მაინც იწყებს შესუსტებას და სავარაუდოდ, ნეიტრალურ ფაზაში ზაფხულში გადავა... დიახ, საქართველოში შეიძლება მართლაც იყოს ცხელი ზაფხული, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია.

რობლემა გლობალურია და აუცილებელია თბოენერგიის მოხმარება შემცირდეს - გაზის, საწვავის გამოყენება. ასევე, არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი, რომ სითბური ეფექტი არ შეიქმნას. ასევე, ტყის საფარზეც უნდა ვიზრუნოთ ადამიანებმა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხეები ასეთი მასშტაბით არ იჩეხებოდეს.

ჯერჯერობით არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატოს და ამის ფონზე უხვი ნალექი მოვიდეს. თუ თოვლმა ნელ-ნელა დაიწყო დადნობა, არაფერი მოხდება. წყალდიდობების საშიშროება ჯერ არ არის" - განუცხადა "კვირის პალიტრას" ქოქოსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე