რეზონანსი
(08.03.2024)

ლილოს დასახლებაში მოკლილი 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ამბავი საზოგადოებას დღემდე ახსოვს. მისი ახლობელი ვარაუდობს, რომ ბრალდებული მამაკაცი გოგონას ჯრ კიდევ ესპანეთში ავიწროვებდა.

"ქეთი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა იყო. თუ რამე პრობ­ლე­მა გქონ­და, ეც­დე­ბო­და ხა­სი­ა­თის გა­მო­კე­თე­ბას, შენს დახ­მა­რე­ბას. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ აღარ არის. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც ქე­თი­ზე რა­ი­მე ცუდს იტყვის. ბევ­რი ოც­ნე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს. ცინ­დე­ლი­ა­ნი ისე­თი­ვე სი­სას­ტი­კით უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გო­რი­თაც ჩემი ქეთი და­სა­ჯა. ბიჭს უყ­ვარ­დაო, რო­გორ უნდა შეჰ­ყვა­რე­ბო­და, როცა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაა ამ ოჯა­ხებს შო­რის. ალ­ბათ, ემუქ­რე­ბო­და ქე­თის. იმა­ნაც იფიქ­რა, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და თავს და­მა­ნე­ბებ­სო და, ალ­ბათ, ამი­ტომ შეხ­ვდა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ქე­თის ეს­პა­ნეთ­შიც ავიწ­რო­ებ­და და იფიქ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხოდ ვიქ­ნე­ბიო, მაგ­რამ ცინ­დე­ლი­ან­მა აქაც მო­აგ­ნო. ნე­ტავ ეთ­ქვა ვინ­მეს­თვის, რომ ავიწ­რო­ებ­და და და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - უთხრა "ამბებს" ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა.

ლილოს დასახლებაში მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. მოკლული 22 წლის ქეთი ჯავახიშვილია. ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა.

მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.

ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე