რეზონანსი
(08.03.2024)

მსა­ხი­ო­ბი გია ბურ­ჯა­ნა­ძე სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. პირ­ვე­ლად ამის შე­სა­ხებ სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ცე­მა "ნო­ეს­თან“ ისა­უბ­რა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ ერთ დღე­საც ვარ­ჯი­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, უთხრეს, რომ მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და...

მალე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, გუ­შინ კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ახა­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის წარ­დგე­ნი­სას გა­მოჩ­ნდა. "ამბებთან" სა­უბ­რი­სას მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქე­თი­დან ახ­ლა­ხანს დაბ­რუნ­და და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს:

"ორ­შა­ბა­თი­დან ისევ ვი­წყებ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, ახ­ლა­ხანს ჩა­მო­ვე­დი თურ­ქე­თი­დან, ათი დღეა და აქ ვი­წყებ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას. სამ თვე­ში ისევ თურ­ქეთ­ში უნდა წა­ვი­დე.

სუს­ტად ვარ შე­და­რე­ბით, თან ახლა ქი­მი­ას რომ ვი­წყებ, ცოტა ისე­თი პე­რი­ო­დი მაქვს," - აღნიშნა მსახიობმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე