რეზონანსი
(07.03.2024)

ქორ­წი­ნე­ბა ხში­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში. რა თქმა უნდა, ყვე­ლა არ ოც­ნე­ბობს ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა­ზე, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოც­ნე­ბო­ბენ, რომ ასე მოხ­დეს. უნდა გა­გა­ხა­როთ, ზო­გი­ერ­თის­თვის ეს სურ­ვი­ლი 2024 წელს ახ­დე­ბა. შე­ა­მოწ­მეთ ხართ თუ არა იღ­ბლი­ან­თა შო­რის:

კირჩხი­ბი (ქალი)

თქვენ­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მზრუნ­ვე­ლი კირჩხი­ბი ქა­ლე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ ქმარ­სა და რამ­დე­ნი­მე შვილ­ზე. თუმ­ცა, სა­ნამ შთა­მო­მავ­ლებს გა­ა­ჩე­ნენ, სურთ ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა. მათ სურთ და­ქორ­წი­ნე­ბა, სურთ, რომ ორი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კავ­ში­რი სრულ­ფა­სო­ვან ოჯა­ხად ჩათ­ვა­ლონ. ამი­ტო­მაც და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ ქორ­წილს და წელს კირჩხი­ბი ქა­ლე­ბის სურ­ვი­ლი ახ­დე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი (ქალი)

ბუ­ნე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქორ­წი­ნე­ბა არ სურთ, მათ უბ­რა­ლოდ უნდა იპო­ვონ სწო­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მათ სურ­ვი­ლებს გა­ი­ზი­ა­რებს. 2024 წელს მშვილ­დო­სანს დიდი შან­სი აქვს, რომ და­ქორ­წინ­დეს.

მერ­წყუ­ლი(ქალი)

მერ­წყუ­ლე­ბი ით­ვლე­ბი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ ქალ­ბა­ტო­ნე­ბად, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქვთ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, ვიდ­რე ქორ­წი­ლი და ოჯა­ხი. ისი­ნი თავს მარ­ტოც მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ, მაგ­რამ თუ გა­და­წყვე­ტენ ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნებს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ცუდი ცო­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, პი­რი­ქით. წელს ამის დამ­ტკი­ცე­ბის შან­სი გაქვთ და­ქორ­წი­ნე­ბით, ძვირ­ფა­სო მერ­წყუ­ლე­ბო.

კურო (კაცი)

ის აფა­სებს კომ­ფორ­ტს და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მის­თვის ქორ­წი­ლი არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, ამ სა­კი­თხებს სა­ღად უყუ­რებს. მის­თვის თა­ნა­ცხოვ­რე­ბის­თვის ბი­ნის შე­სა­ძე­ნად სეს­ხის აღე­ბა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე ქორ­წი­ლის გა­დახ­და. თუმ­ცა, წელს კურო მა­მა­კა­ცი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს და ბედ­ნი­ე­რიც იქ­ნე­ბა.

თხის რქა (კაცი)

ის არის ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტი. ქორ­წი­ლი მის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, თუ ვინ­მეს­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყებს, მას ქორ­წი­ნე­ბით და­აგ­ვირ­გვი­ნებს. და 2024 წელს თხის რქა კაცი ბევ­რს გა­ა­კე­თებს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქმა­რი გახ­დეს. წელს მას ამის ძა­ლი­ან კარ­გი შან­სე­ბი აქვს.

თევ­ზე­ბი (კაცი)

იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია, მაგ­რამ მას სჭირ­დე­ბა მო­წი­ფუ­ლი ქალი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ა­ფა­სოს მისი ძა­ლის­ხმე­ვა. თევ­ზე­ბის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რო­მან­ტი­კუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მო­აზ­როვ­ნეა. ის ოც­ნე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე და ბევ­რს გა­ა­კე­თებს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გა­სა­ბედ­ნი­ე­რებ­ლად. ძვირ­ფა­სო თევ­ზე­ბო, ვარ­სკვლა­ვე­ბი გპირ­დე­ბი­ან, რომ წლის ბო­ლომ­დე და­ქორ­წინ­დე­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე