რეზონანსი
(07.03.2024)

19 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი აჭარის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნის ქალიშვილი კი დააკავეს. გარდაცვლილი 19 წლის აჩი ბარდაველიძეა. გარდაცვლილს და, მაგდა ბარდაველიძე, სოციალურ ქსელში ემშვიდობება.

„შემაძულე გაზაფხული და სამყარო, ჩემო ტკბილო! დედის დღეზე შენი სურათი დამაკიდენე გულზე ჩემი გაუბედურებული ხელებით... შენ მე სამყარო შემაძულე! ან ღმერთს რა დავუშავე, ან შენ რა დაგიშავე, რომ ამ სიმწარისთვის გამიმეტეთ“, - წერს მაგდა.

„ვიწვი შენი ცოდვით, მაგდა, გამძლეობას გისურვებთ“; 

„გული მტკივა მაგდა შენი ტკივილისთვის. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ“; 

„უფალმა მოგცეთ გამძლეობა, ვიცი რაა ძმის დაკარგა“, - წერენ ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე