რეზონანსი
(05.03.2024)

მდინარე ძუსაზე მომხდარ საშინელ შემთხვევას მამა-შვილი არსენ და ლიზი რობაქიძეები ემსხვერპლნენ. ახალგაზრდა კაცი წყალში მაშინ შევიდა, როდესაც შვილის მეგობარს სურათის გადაღებისას ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მოგვიანებით წყალში ნაპირზე მყოფი სხვა ადამიანებიც შევიდნენ და საბოლოოდ 4 მათგანი დაიღუპა და მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.

რობაქიძეების ოჯახს ერთი შვილი დარჩა, რომელმა ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა: 

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა...“ - დაწერა სოციალურ ქსელში განადგურებულმა გოგონამ.

არსენ და ლიზი რობაქიძეებს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე