რეზონანსი
(01.03.2024)

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა.

„ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიაშვილი.

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს ასათიანი.

„როგორ მეტკინა და მეწყინა... როდესაც სასამართლოში ვმუშაობდი, გამორჩეულად მიყვარდა მისი პროცესებზე გამოსვლა, ზედმიწევნით დეტალურად ჰქონდა საქმე შესწავლილი, რაც ძალიან იშვიათობაა... სულ მოწესრიგებული და გულანთებული... ძალიან მეტკინა... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...";

„იაკო, ჩვენი ტკბილი გოგო.. ღიმილიანი, ღრმად მორწმუნე, კეთილშობილი, წესიერი და პატიოსანი.... პროფესიონალი იურისტი და ღირსეული ადვოკატი... უღალატო მეგობარი, გაოგნებული ვარ... სიტყვებს ვერ ვპოულობ... ალბათ ძალიან გამიჭირდება მომხდარის სრულად გააზრება" - წერენ გარდაცვლილის კოლეგები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე