რეზონანსი
(25.02.2024)

მოდელ თათია თექთურმანიძე დედა გახდა. როგორც ის წერს, ახალშობილ გოგონას ელაია დაარქვეს.

„დაიბადა პრინცესა“, - წერენ მისი მეგობრები და ბედნიერი მამის ფოტოც ვრცელდება. თათიას ბავშვის მამა პაკო ჭურაძეა, რომლის ვინაობასაც მოდელი აქამდე არ ასაჯაროებდა.

ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა სქესის გაგების ცერემონიის ვიდეო გაავრცელა მოდელმა, თუმცა ბოლომდე არც სქესი გაუმხელია და მამაკაცის ვინაობაც არ დაუზუსტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე