რეზონანსი
(24.02.2024)

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მზია კახაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ნაია კახაძე ვირუსის გართულებით და პნევმონიით გარდაიცვალა.

მზია კახაძე ამბობს, რომ გოგონა ჯანმრთელი იყო.

„არ ვიცი რომელი უფრო მტკივა – ჩემი გაუხარელი, შვილმკვდარი მეგობარი, მისი ანგელოზი შვილი, რომელიც მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, თუ მისი პაწაწინა, ქალიშვილი, რომლის კივილი ცას სწვდებოდაო…“ - წერს მზია კახაძე.

“წალკა დაამძიმა ასეთი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე, ულამაზესი ნაიას იმიერში გადაბრძანების ამბავმა. ვიზიარებთ ოჯახის და მთელი წალკის მწუხარებას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”.

“სული გამეყინა,არ ვიცი ვისზე ვიტირო,შენზე -ფერადო გოგოვ,შენს პატარა ანგელოზზე თუ დედაშენზე,ყველა მეცოდებით,ვინ როგორ ვანუგეშო".

"ჩემს მეხსიერებაში ისევ ისეთი, ლურჯთვალა, ხვეული, ულამაზეს ფერიად დარჩენი, განისვენე ტკბილად”, - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე