რეზონანსი
(24.02.2024)

სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხი“ დატოვა. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

„ამ პოსტით, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომლის სიყვარულსაც ჩემი სატელევიზიო ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ვგრძნობდი.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული - თუმცა, გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი.

მინდა გითხრათ, რომ არხის გადაწყვეტილებით დასრულდა ჩემი უსაყვარლესი „მთავარი დიაგნოზის“ ერა - მიზეზი ჩემთვის უცნობია.

აქვე, მადლობას გადავუხდი არხს და „მთავარი დიაგნოზის“ გუნდს - ჩემს მეგობრებს 3-წლიანი თანამშრომლობისთვის.

კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ჩემს მაყურებელს, რომელთა უპირობო დამსახურებაც იყო ჩემი გადაცემის მაღალი რეიტინგი წლების განმავლობაში,

დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“ - წერს სოფო ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე