რეზონანსი
(19.02.2024)

პეტრე კოლხი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

„რა გინდოდათ, რას მერჩოდით… ვეგდე ყველასგან მიტოვებულ, მივიწყებულ და გაუბედურებულ ტაძარში, თქვენგან კიდევ უფრო მეტად გაუბედურებულ ადამიანებთან…

არც ქალაქის ცენტრში მსახურების და ძალაუფლების მოპოვების ამბიცია მქონია, პირიქით, წირვა მიყვარს ჩუმად, ჩემთვის, მხოლოდ ღმერთის გასაგონად.

თურმე პეტრეს ჩაცმა, სათვალე და სტატუსებია პრობლემა… ჰმ… რჯულის კანონიც ზეპირად ვიცი, სამართალიც, კონსტიტუციაც, სახარებაც და ისიც ვიცი, რა არის დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა…

ვერ შევეგუები ფარისევლობას, სიყალბეს, სიშტერეს და იდიოტიზმს…

რამენაირად შემეძლო მეც ვყოფილიყავი ყალბი, კანტის ფილოსოფია თუ ვისწავლე, სიყალბეს კიდევ უფრო ადვილად ავითვისებდი, მაგრამ ვერ გავუძლებდი, შინაგანი კონსტიტუცია ამის უფლებას არ მომცემდა…

მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან…

თუმცა, არასდროს არავინ გამილანძღავს, არავის გინება და შეურაცხყოფა წამოსულა ჩემი პირიდან…

ისინი კი არასდროს ჩერდებოდნენ, ზოგიერთ ტვინგამორეცხილსაც აჯერებდნენ, რომ მე მტერი ვარ…

ჰოდა, მტრობა სინამდვილეში რა არის, მე ვიცი და სხვებიც გაიგებენ“, - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე