რეზონანსი
(19.02.2024)

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილამ ტელეთერით ნიკოლოზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მას ყოველთვის დაეხმარება.

"რეალურად ეს ადამიანი მე დღემდე მემტერება, მაგრამ მე ვაპატიე ეს ყველაფერი და ჩავკეტე სკივრში. ოდესმე, რამე დასჭირდეს და გაუჭირდეს მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც იქნება მის გვერდით. როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ის იყო ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი და სწორედ იმ ეტაპს ვცემ პატივს", - თქვა გადაცემა "შუადღეში" ნეკა დოროყაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე