რეზონანსი
(16.02.2024)

ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. დღეს მას დაბადების დღე აქვს, იგი 55 წლის გახდა.

მუსიკოსი გია ბაღაშვილი ზურასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მეგობარს დაბადების დღეს

ულოცავს.

„დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა!

ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ! არ იცი როგორ ველოდებით ყველა იმ დღეს, იმ წამს, შენ რომ თვალს გაახელ, დაგველაპარაკები და დაგვიბრუნდები ძველებურად სიცოცხლით, სითბოთი და სიკეთით სავსე.

აბა, შენ იცი, ბერიკ! შენ გენაცვალე მაგ სუფთა გულში! ჩვენ შენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ! ღმერთი შენსკენ!“ - დაწერა გია ბაღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე