რეზონანსი
(06.02.2024)

"მომეწონა "აბო" და "შუშანიკი", მაგრამ მინდა ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე" - ამის შესახებ მომღერალ აჩიკო გუელდანის შვილმა, სტუდენტმა მარიამ გულედანმა, "TV პირველის" გადაცემაში "შუადღე live" განაცხადა.

მარიამი ამ მოსაზრების გამო საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.

"ჩემთვის ეს ბავშვი არის ყოველგვარი ჩარჩოდან ამოვარდნილი, არა იმიტომ, რომ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" არ მოსწონს, ეს მისი არჩევანია. არ აქვს ჯდომის კულტურა, მეტყველების მანერა მიუღებელი, ჰუდი მაინც მოიხადოს, არ ზის არც კლუბში და არც მის თანატოლებთან.

რატომ მოგყავთ ასეთი ბავშვები სტუდიაში...

ღმერთმა შეგინდოთ ყველას, მანდ ვინც ხართ და ვინც ასე ფიქრობთ და აზროვნებთ...

ეგ ბავშვი თავის აზრს გამოხატავს და ვისაც არ უნდა, ნუ მოუსმენთ, გაატარეთ, რა არის, რომ გადაუვლის ყველა, თუკი განსხვავებული აზრი თქვა ვინმემ .... ზოგი რას უწუნებს და ზოგი რას, პირადი შეურაცხყოფა და ოჯახის ხსენება რა შუაშია, ვერ ვხვდები...

ამ ბავშვს ვხედავ ხოლმე ტელესივრცეში პერიოდულად და რა მინდა ვთქვა, ნამდვილად არაა უვიცი; მე პირადად ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, არის ის, რომ არის უზრდელი. ადამიანს შეგიძლია და უნდა გამოხატო კიდეც , რა თქმა უნდა, შენი პოზიცია. შეხვიდე პოლემიკაში, გამართო დიალოგი, დაიცვა შენი საკუთარი აზრი, მაგრამ არასოდეს, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს მანერები და ზრდილობა: ვის ესაუბრები და როგორ! თავისუფლება არაა უზრდელობა! არც ერთ ქვეყანაში, ყველაზე დემოკრატიულშიც კი არაა მოსაწონი და მისღები მსგავსი ფორმა...

რატომ უნდა ვუსმინოთ და გავითვალისწინოთ მარიამ გულედანი? რა უპირატესობა აქვს, ამიხსნის ვინმე?

საქართველოს ისტორიისთვის კი შენც და ყველა ის ხალხი, ვინც ამ პროპაგანდას ეწევით, თქვენ იქნებით 0-ის ტოლი...

კი, მართალი ხარ, დრო დაგიკარგავს, რაც წაიკითხე მაინც ვერაფერი გაგიგია, ახლა ზიხარ და გვასწავლი ჭკუას, თურმე შენი ქვეყნის ისტორია თუ იცი, დროის კარგვა ყოფილა..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე