რეზონანსი
(06.02.2024)

ხვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო-მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი პროგნოზით, ამ დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 20 გრა­დუ­სამ­დე გა­იზ­რდე­ბა

„დღეს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ამინ­დის არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი ქარი ქრო­და, რა­მაც პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა მო­სახ­ლე­ო­ბას. გზე­ბის ბევრ მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბია, ქარ­ბუ­ქია, შე­ზღუ­დუ­ლი ხილ­ვა­დო­ბა, რთუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.

ძი­რი­თა­დად მთებ­ში, შიდა ქარ­თლში, გორ­ში თოვს ინ­ტენ­სი­უ­რად, ასე­ვე თე­ლავ­ში და კა­ხე­თის კი­დევ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში, რის გა­მოც გომ­ბო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­ი­ზღუ­და მოძ­რა­ო­ბა. ქარ­თლსა და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე უფრო წვი­მაა. შე­რე­უ­ლი ნა­ლე­ქია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, წვი­მა, თოვ­ლჭყა­პი და თოვ­ლი.

უა­მინ­დო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ხვალ დი­ლამ­დე, ხვალ უკვე დღის მე­ო­რე ნახ­ვრი­დან გა­მო­ი­და­რებს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. ხვალ უკვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში 17 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში, 14 გრა­დუ­სამ­დე.

ზე­გი­დან კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 გრა­დუ­სამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ­ში 15-მდე. 10-11 თე­ბერ­ვლის­თვის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, ტემ­პე­რა­ტუ­რამ 20 გრა­დუს­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 გრა­დუ­სამ­დე ვე­ლო­დე­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას. ასე­თია უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის პროგ­ნო­ზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე