რეზონანსი
(06.02.2024)

"ფორმულადან" "მთა­ვარ არხზე“ გადასული მიშა ანდღულაძე "ილო ბე­როშ­ვი­ლის“ შოუს სტუმ­რობ­და. გა­და­ცე­მა­ში მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რის "ან­კო­რა“ ქარ­თულ ვერ­სი­ას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გუ­შინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მო­ნაკ­ვე­თი მო­რი­გი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც ნიკა გვა­რა­მი­ას სტუმ­რო­ბი­სას, მიშა ან­დღუ­ლა­ძე თა­ვის ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, ვა­კელ ქალს ასა­ხი­ე­რებს. სტუ­დი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბო­დიშს იხ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ამ­ბობს:

"ერთი სა­ა­თია მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელს და­ვე­ძებ, ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, რა არის, ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, თო­რემ ვერ მო­ვი­დო­დი აქ. ბო­ლოს რა უნდა მექ­ნა, "ინ­ვა­ლი­დე­ბის“ ად­გი­ლი რომ არის, იქ გა­ვა­ჩე­რე და პატ­რუ­ლი მო­მად­გა, ავ­დე­ქი და გად­მო­ვე­დი კოჭ­ლო­ბით, სხვა გზა არ მქონ­და.“

შოუს ამ მო­ნაკ­ვეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ იუ­მო­რისტს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი და დიდი ჯა­რი­მა ელის, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

იუ­მო­რისტს, რო­მე­ლიც ახლა გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც სა­კუ­თა­რი "სთენ­და­ფპ­როგ­რა­მით" კლუბ­ში აქვს გა­მოს­ვლე­ბი, "ამბები" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და. მიშა ანდღულაძე ამ­ბობს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი ხუმ­რო­ბა ვერ გა­ი­გო, უსურ­ვებს, რომ სწო­რად გა­გე­ბა ის­წავ­ლონ.

"მოდი, იუ­მორ­თან მე­გობ­რო­ბა და სწო­რად გა­გე­ბა ვუ­სურ­ვოთ ტრო­ლებს და სკან­და­ლის­ტებს, მე­რი­ას კი შშმ პი­რე­ბის­თვის მეტი გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა. ძა­ლო­ვან­თა "შკო­დებ­საც" თუ დათ­ვლი­ან, ჯა­რი­მის გა­რე­შე რომ აყე­ნე­ბენ შშმ პირ­თა სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე, ეგეც წაგ­ვად­გე­ბა. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შშმ ადა­მი­ა­ნებს“, - ამ­ბობს ან­დღუ­ლა­ძე.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე