რეზონანსი
(05.02.2024)

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ 2022 წლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო. იას­კომ მი­უ­თი­თა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის ქა­ლიშ­ვილს დე­დის გვა­რი აქვს. ბავ­შვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­სე­ი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ იას­კო მი­ხა­ი­ლოვ­ნა.

ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მას შვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რო­გორც მე­დია წერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც კი არ უნა­ხავთ ბავ­შვი.

"არც მე და არც დე­და­ჩემს არ გვი­ნა­ხავს მი­შა­სა და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით­მა ინ­ფორ­მა­ტორს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ცნო­ბი­ლია, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან გი­სო­სებს მიღ­მაა. სამ­შობ­ლო­ში ის ექ­ვსწლი­ან პა­ტიმ­რო­ბას იხ­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით.

ასე­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იას­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სარ­გებ­ლობს მა­მუ­ლით კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში. 120 კვ. მ სახ­ლი­თა და მი­წის ნაკ­ვე­თით, რო­მე­ლიც 1022 კვ. მ-ია და ის სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას, ალა­სა­ნია გი­ულს ეკუთ­ვნის.

დე­პუ­ტატს ასე­ვე აქვს ბინა ვორ­ცელ­ში, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ბინა კი­ევ­ში, ასე­ვე Suzuki Vitara-ს ფირ­მის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მან 2020 წელს 470 ათას გრივ­ნად (და­ახ­ლო­ე­ბით 33 ათა­სი ლარი) შე­ი­ძი­ნა. 2022 წელს იას­კომ უმაღ­ლეს რა­და­ში 319 ათა­სი გრივ­ნა (22 400 ლარი) გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბოლო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ირ­კვე­ვა, რომ მას პა­ლა­ტა­ში კე­დელ­ზე მისი ვა­ჟე­ბის, ედუ­არ­დის და ნი­კო­ლო­ზის ფო­ტო­ე­ბი უკი­დია, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან, სან­დრა რუ­ლოვ­სის­გან ჰყავს. ასე­ვე კე­დელ­ზე ჩანს ქა­ლიშ­ვი­ლის ელის მა­რი­ას ფოტო, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ სო­ფია ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა და კი­დევ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ფოტო. მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის კე­დელ­ზე პა­ტა­რა ჟას­მი­ნის ფოტო არ ჩანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე