რეზონანსი
(05.02.2024)

კლუბ "ბასიანის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, კიდევ ერთი ადამიანი ეხმაურება და კლუბთან დაკავშირებით, საკუთარ უარყოფით გამოცდილებას ჰყვება, რის შესახებაც „ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს.

როგორც სოცქსელის მომხმარებელი მარი ონავარი წერს, იგი კლუბ "ბასიანის" ყოფილი თანამშრომელია და მისი გამოცდილება საკმაოდ მძიმეა. როგორც იგი წერს, კლუბში მუშაობის პერიოდში, ის არაერთხელ გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი თანამშრომლებისგან, ასევე მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ წნეხს, კლუბის ერთ-ერთი თანადამფუძნებლისგან.

"ეს პოსტი მარტივად წასაკითხი არ იქნება.  წლების მანძილზე ნაგროვებ უსამართლობაზე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. მოვედი 2019 წელს მარია შეროზიასთან შეთანხმებით, გური გოცაძის რეკომენდაციით და გიორგი უჯმაჯურიძის გადაწყვეტილებით. 

მალევე 2020 წლის დასაწყისში გავხდი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი,საკუთარი თანამშრომლის, გიორგი არიშვილის მხრიდან, რომელსაც იმ დროს ცოლი ყავდა და იგივე დღეს გამაცნო მისი მეუღლე, რა დღესაც ძუძუებზე და ფეხებზე მთვრალს და უმოქმედოს, ხელები მისვა საერთო თანამშრომლის სახლში.

არიშვილმა მოასწრო და თავისით დატოვა სამსახური. დროდადრო მოდიოდნენ თანამშრომლები და "საფორთთან" ერთად, ანაზდად ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ აი, არასდროს ასეთი რამ არ ჩაუდენია არიშვილს, იქნებ შევუნდოთ და დავაბრუნოთ, იმიტომ რომ გახსნის დღიდან ჩვენთანაა და ჩვენ ხომ თანამშრომლების გარდა ოჯახიც ვააართ?! იმ დროს ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა, ახლა ვაანალიზებ სიტუაციის სიმძიმეს.

Fast forward to 2020-ის მიწურულს (ან 2021-ის დასაწყისი, არ მახსოვს ზუსტად) "ბასიანის" ივენთი ხიდზე, სადაც ნაჯა ორაშვილმა ჩათვალა, რომ მთელი საღამო სიცივეში მუშაობა და შუა პანდემიის დროს კოვიდპასების ჩექინი, საკმარისად სტრესული არ იყო და ყველა მოქმედებასა თუ კითხვაზე ისე მიკიოდა, თითქოს მან მშობა და გამზარდა... არაერთხელ დაუყვირია ჩემთვის დაუმსახურებლად, თანაც ხალხში. 

1. პანდემიის შემდეგ, გახსნიდან მალევე, ისევ და ისევ საკუთარმა  თანამშრომელმა შემათრია ჰორუმის საპირფარეშოში და თანხმობის გარეშე დამიწყო კოცნა. 

2. მეორემ პირდაპირი მნიშვნელობით ჩამიყო ენა პირში და დამაჰარასა ღამის განმავლობაში მრავალი  წინააღმდეგობის მიუხედავად.

აქედან ერთი თავისით წავიდა,

მეორე is still going strong. 

2022-ში გაგიკვირდებათ და სიმშვიდე სუფევდა, იმ გაგებით, რომ სტაფიდან არავის შევუვიწროვებივარ, თუმცა, სტუმრის მხრიდან იყო მრავალი შემთხვევა და ამ შემთხვევაზე დაგვიანებული და გულგრილი რეაგირება, იმიტომ რომ მარის ხო ისედაც ყველა ავიწროვებს და გიჟდება თავისი თავის მსხვერპლად გამოყვანაზე, ამიტომ მოდი ჯერ გამოვიდეთ "ატხადნიაკიდან", გამოვიძინოთ 1-2 ვიქენდი და მერე მოვიმოქმედოთ რამე.

2023 წელს საკუთარი თემის წევრები, ტრანსი ქალები დამესხნენ თავს, გვცემეს და გვათრიეს მე და ერთ-ერთი დაცვა. რატომ? ფოტოს გადაღება ავუკრძალე კლუბის ტერიტორიაზე და ტონი არ მოეწონათ. ის დღე 2 საათი კლუბის შესასვლელთან, 15 პოლიციელთან საუბარში და ახსნა-განმარტებებში, ხოლო 4 საათი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გავატარე. დანარჩენი თვე-ნახევარი კი თერაპიაზე გავატარე, რომ ეს ამბავი ჯანსაღად გადამეხარშა. 

სახეზე ნაკაწრებით, ტანსაცმელზე ფეხის ნაკვალევით, თმააწეწილი ვაძლევდი ჩვენებას პოლიციას, კლუბის წინ, თუმცა ამბავს მაინც გულგრილი რეაქცია მოყვა მენეჯმენტის და უფროსების მხრიდან. 

1 კვირა არავის მოვუკითხივარ, მათ შორის არც ერთ თანადამფუძნებელს.

ამ ამბიდან 3-4 კვირის შემდეგ, მხვდება ნაჯა ორაშვილი და მეუბნება რომ  მოძალადე ქალებიდან ერთ-ერთი კლუბში უნდა შემოვიდეს აუცილებლად, რადგან მეგობარი გარდაეცვალა და ძალიან დასტრესილია. ამას მოყვა ჩემი საკმაოდ მწვავე რეაქცია და პროტესტი. 

ისედაც დასტრესილს და ნაცემს ერთხელ რომ არ მოუკითხავს, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, პასუხად მივიღე აბსოლუტური გესლაითინგი, რომ შემთხვევის შემდეგ ნათიამ მრავალჯერ მომიკითხა და რომ დაუმსახურებლად ჩემ შენიშვნას არ მიიღებდა. ქალი არის მწვავედ დელუზიური. 

ამ და კიდევ მრავალი თავზე და**ისა  და დამცირების, ღამე მუშაობისგან შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, team player ვიყავი ბოლომდე.სიმართლე გითხრათ, უკვე მრცხვენოდა კიდეც მუშაობა, მაგრამ ვიღაცებს ხათრს ვერ ვუტეხდი.

ერთ მზიან დღეს, მიბარებს ანია კოპალეიშვილი და იმის შნოც არ აქვს, რომ პირდაპირ მითხრას სათქმელი, თავად ვკითხე, ჩემი გაშვება უნდოდა თუ არა, რაზეც თავი დამიქნია. ხო მაგარია? 

ვერ ამიხსნა ნორმალურად, რატომ უნდოდა გაშვება, ვერც ის, რას ვერ ვაკეთებდი სათანადოდ. 

"აი, იცი, ტექნიკურად კარგად მუშაობ მაგრამ სიტუაცების დაჰენდვლა გიჭირს" 

რას მებაზრები? რამის აზრზე ხარ საერთოდ?  მეოთხე კლასელი უკეთესად ჩამოაყალიბებდა სათქმელს.  

პ.ს. სხვა თანამშრომლებიც გაუშვიათ ისეთი არაადეკვატური მიზეზებით, როგორიცაა: სოცმედიებში "არასაკმარისი" აქტიურობა, ივენთების საკუთარ სთორიში არ დადება და "უენერგიოდ" ყოფნა. იმასაც დავსძენ რომ ერთიდაიგივე პოზიციაზე, ერთი და იგივე საქმეში, ძველი თანამშრომლების ანაზღაურება ღამეში იყო - 70, ხოლო, ახალი თანამშრომლებისთვის - 60 ლარი. 

არადა, რომ იკითხო, თანასწორობის პირველი აკვანი "ბასიანზე" დაირწა.

ტრაკს თუ არ ულოკავ უფროსობას, მათ მეგობრებს თუ ბილეთების და პირადობის გარეშე არ უშვებ კლუბში, საკუთარი მყარი პოზიცია და ხედვები გაქვს და ყველა უსამართლობაზე ყვირი, არ უნდიხარ არავის. არ აქვს მნიშვნელობა რა წარსულით ხარ და რამდენი აგიტანია ან გადაგიტანია კლუბისთვის. 

სამაგიეროდ, უნდათ ყურმოჭრილი მონები, რომლებსაც კლუბის გარეთ ცხოვრებისა და მომავლის აწყობის 0 პოტენციალი აქვთ და მთავარ მიღწევად ბასიანის მენეჯერობა და სტაფობა გონიათ. 

ხოდა, რავი რა, ასეთი "ვაიბია" დღეს, ვიცი, რომ ძალიან ბევრს გინდოდათ თქვენი გამოცდილების მოყოლა, მაგრამ რატომღაც ყველა ყოველთვის ჩუმადაა და ვინმეს თუ გონია რომ რამეს დაკარგავს, ცდება", - წერს მარი ონავარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე