რეზონანსი
(04.02.2024)

თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით მო­წამ­ვლის უამ­რა­ვი ფაქ­ტია მის­თვის ცნო­ბი­ლი და ფიქ­რობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოც და მშობ­ლე­ბიც თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე უნდა დად­გნენ.

„19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა „ბა­სი­ან­ზე“, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით. ეს „ბა­სი­ა­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძიებია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს ვი­სია ეს „ბა­სი­ა­ნი“? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს? მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის არ უნდა. ამა­ზე არ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს “ბა­სი­ა­ნი” რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა.

ჩემი მე­გო­ბა­რი სას­წრა­ფო­ში მუ­შა­ობს და პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კით მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით. სა­ხელ­მწი­ფო უნდა დად­გეს თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მშო­ბელ­მაც უნდა აკოტ­რი­ა­ლოს შვი­ლი. შვი­ლებს სა­საკ­ლა­ო­ზე უშ­ვე­ბენ? ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი მა­გა­რი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბაა, მაგ­რამ თუ მი­მარ­თუ­ლე­ბებს არ მივ­ცემთ, ისი­ნი და­ი­ღუ­პე­ბი­ან. გუ­შინ მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა. რომ ნა­ხოთ ის ბავ­შვი რო­გო­რი და­ხა­ტუ­ლია. მშობ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა გა­ი­ა­რეს, შვი­ლი გა­ზარ­დეს გა­ჭირ­ვე­ბით, ჰგო­ნი­ათ გა­სარ­თო­ბად გა­უშ­ვეს და მიც­ვა­ლებუ­ლი მი­უს­ვე­ნეს” – ამ­ბობს სა­სუ­ლი­ე­რო პირი „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის“ ეთერ­ში.

28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე