რეზონანსი
(02.02.2024)

„ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-12 სეზონის გამარჯვებული, თედო ბექაურმა ბავშვობაზე და ოჯახზე ისაუბრა.

„არ მიყვარდა დიდად ჩხუბი, მაგრამ მიწევდა ხოლმე, რადგან თვალის გამო დამცინოდნენ, იმ წარუმატებელმა დღეებმა მომცა იმის საშუალება, რომ ადამიანების სულიერი მდგომარეობა გამეცნო. ბევრ პრობლემებს და გაჭირვებას შევეჯახე, მაგრამ მადლობა ღმერთს სულიერად და მორალურად არ გავტყდი. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემ თავს, რომ ეს გაჭირვებაც გადავა. არ მეშინია, ჩემი შვილი როცა გაიზრდება, რომ ვინმე ეტყვის, მამაშენი ცუდი ადამიანიაო. სიყვარულმა ერთგულება და ურთიერთპატივისცემა მასწავლა. შვილს ყველაფერს ვუსრულებ, რასაც მეტყვის. სადაც უნდა, იქ მივყვები", - განაცხადა თედო ბექაურმა გადაცემა „დღის პოსტში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე